Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • გაიგე მეტი შენი ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
  • საკანონმდებლო ინიციატივების შემოწმება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - II კვარტალი, 2018

  • პარასკევი, 03 აგვისტო 2018 05:41
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2018 წლის II კვარტალში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 6.0% შეადგინა. 2018 წლის II კვარტალში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა, რაც ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მონაცემთან (3%) შედარებით.

ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2018 წლის II კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 8.5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 0.2%-ით მოიმატა. 2018 წლის II კვარტალის ბოლოს - 30 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ნაშთმა ნომინალურ გამოსახულებაში 15,644 მლნ ლარი შეადგინა.

საგარეო სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით, 2018 წლის II კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, ექსპორტი 30%-ით, იმპორტი კი 23%-ით გაიზარდა. ამასთან, 2018 წლის II კვარტალში, წინა წლების შესაბამის პერიოდებთან შედარებით, ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2018 წლის II კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 1.6%-ით გაიზარდა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3,005 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წლის II კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით 1.6%-ით გამყარდა, ხოლო 2017 წლის II კვარტალთან მიმართებით 1.1%-ით გაუფასურდა.

მონეტარულ სექტორთან მიმართებაში, 2018 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 1.0%-ული პუნქტით შემცირდა და 12.6%-ს გაუტოლდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის II კვარტალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 19.9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება დოლარიზაციას, 2018 წლის II კვარტალში შემცირდა როგორც დეპოზიტების, ისე განსაკუთრებით სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი. 

სოციალური და შრომის ბაზრის ინდიკატორებიდან, 2018 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულების რაოდენობა 32.0 ათასი კაცით გაიზარდა და 637.0 ათასი კაცი შეადგინა. 2018 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, საარსებო მინიმუმი მცირედით შემცირდა.

 

იხილეთ დანართი:
  • II-კვარტალი-2018
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის…

30-09-2020

პარლამენტის მიერ კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების ფარგლებში, საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმის შემდგომი დახვეწისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის, კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივების 

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ფისკალური გარემოს შეფასებისა და მონიტორინგის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის…

30-09-2020

პარლამენტის მიერ საბიუჯეტო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისათვის ფისკალური გარემოს შეფასების ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით 

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის მაკროეკონომიკური გარემოს შეფასებისა და მონიტორინგის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის…

30-09-2020

პარლამენტის მიერ საბიუჯეტო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისათვის მაკროეკონომიკური ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე წლის

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

საქმიანობის ანგარიშები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 648.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact