2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 11 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 87%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 1%-ით (48 მლნ ლარით) აღემატება, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 89%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (557 მლნ ლარით) აღემატება.
2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 10 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 80%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 1%-ით (111 მლნ ლარით) აღემატება, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 82%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 8%-ით (580 მლნ ლარით) აღემატება.
შემოსულობების კომპონენტების დონეზე, დაბალი შესრულების მაჩვენებელი ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 58%). გადასახდელების კომპონენტების დონეზე, სხვა კომპონენტებთან შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებელი არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 69%). 2016 წლის 12 თვის გეგმის მიხედვით საგადასახადო შემოსავლები განსაზღვრულია 7,980 მლნ ლარის დონეზე, ხოლო იანვარ-ოქტომბერში მობილიზებულია 6,579 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი სიდიდის 82%-ს შეადგენს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 385 მლნ ლარით (6%-ით) აღემატება. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულებამ წლიური გეგმის 83%-ს გაუტოლდა დაგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 521 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის მუხლით (269 მლნ ლარით) და საქონლისა და მომსახურების მუხლით (181 მლნ ლარით) ხარჯების ზრდას, გასული წლის ამავე პერიოდის შესრულებასთან შედარებით.
პასუხი ძირითად შეკითხვებზე:
ვლინდება თუ არა წლიური გეგმის შესრულებაში შეფერხებები სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი აგრეგატების მიხედვით?
აგრეგატულ დონეზე, 2016 წლის 9 თვის მდგომარეობით, წლიურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა (ჯამური საშემოსავლო ნაწილი) და გადასახდელების (ჯამური ხარჯვითი ნაწილი) შესრულების მდგომარეობა მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს, კერძოდ: 9 თვეში შემოსულობების სახით ბიუჯეტში მიღებულია წლიური გეგმური მაჩვენებლის 71%, ხოლო გადასახდელების სახით გაწეულია წლიური გეგმის 72%.
როგორია შემოსულობების ცალკეული კომპონენტის შესრულების მდგომარეობა წლიურ გეგმასთან მიმართებით?
შემოსულობების კომპონენტებიდან წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების შედარებით მაღალი დონით ხასიათდება შემოსავლები (73%) (ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტენდენციის გავლენით) და არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები (71%). შედარებით დაბალი შესრულების დონე ვლინდება ვალდებულებების ზრდის კომპონენტისათვის (52%), რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებთან, რომლის სახით წლიური გეგმით განსაზღვრული 395 მლნ ლარიდან ბიუჯეტში თანხები ჯერ არ შემოსულა. წლიური გეგმის ასევე 52%-ს შეადგენს ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობებიც, თუმცა 9 თვეში ამ მიმართულებით მობილიზებულია 9 თვის გეგმის (106%).
2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 62%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 1%-ით (49 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 63%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (411 მლნ ლარით) აღემატება.
2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 7 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 54%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 4%-ით (255 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 55%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 5%-ით (289 მლნ ლარით) აღემატება.
პასუხები ძირითად შეკითხვებზე
ვლინდება თუ არა კვარტალური გეგმისაგან გადახრები სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი აგრეგატების შესრულებაში?
აგრეგატულ დონეზე, 2016 წლის 6 თვის მდგომარეობით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების (ჯამური საშემოსავლო ნაწილი) შესრულება მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება და 96%-ს შეადგენს. ასევე, გადასახდელების შესრულება (ჯამური ხარჯვითი ნაწილი) კვარტალურ გეგმისაგან მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება (95%).
როგორია შემოსულობების ცალკეული კომპონენტის გეგმის შესრულების მდგომარეობა?
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებიდან მცირედი გადაჭარბებით ხასიათდება არაფინანსური (105%) და ფინანსური აქტივების კლებისა (106%) და შემოსავლების მუხლებით (101%) შემოსულობები, ხოლო გეგმური მაჩვენებლისაგან უარყოფითი გადახრა ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რომლის შესრულება 6 თვის გეგმის 59%-ს შეადგენს (რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებთან, რომლის სახით 6 თვეში დაგეგმილი იყო 275 მლნ ლარის მიღება, თუმცა ბიუჯეტში აღნიშნული თანხების მიღება არ მომხდარა).
2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 5 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 36%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 2%-ით (92 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 38%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (250 მლნ ლარით) აღემატება.
2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 4 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 29%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 3%-ით (77 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 30%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (197 მლნ ლარით) აღემატება.
2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 2 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 12%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 12%-ით (156 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 14%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 10%-ით (128 მლნ ლარით) აღემატება.
2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 1 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 6%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 13%-ით (97 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 7%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 3%-ით (19 მლნ ლარით) აღემატება.
30-09-2020
პარლამენტის მიერ კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების ფარგლებში, საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმის შემდგომი დახვეწისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის, კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივების
30-09-2020
პარლამენტის მიერ საბიუჯეტო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისათვის ფისკალური გარემოს შეფასების ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით
30-09-2020
პარლამენტის მიერ საბიუჯეტო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისათვის მაკროეკონომიკური ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე წლის