ანგარიშგების პოლიტიკა

 

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების პოლიტიკა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზე ეყრდნობა მის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გათვალისწინებით) საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 136-138-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს საშუალოვადიანი პერიოდისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტისა და დასაგეგმი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიმოხილვას (I წარდგენა, გადამუშავებული ვარიანტი, საბოლოო ვარიანტი). მიმოხილვები მიზნად ისახავს წარმოადგინოს მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდისათვის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფისკალური ჩარჩოს ანალიზი და ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მაკრო-ფისკალური პროგნოზები.

მიმოხილვები მზადდება შემდეგ ვადებში:

ამავდროულად, პარლამენტის რეგლამენტის 139-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიმოხილვას, მიმოხილვის პარლამენტისათვის წარდგენის ვადები განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის შესაბამისად.

  

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ეტაპზე

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს:

 

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსების მიმოხილვა

ფისკალური გარემოს ანალიზისა და ფისკალური მდგრადობის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსების წლიურ მიმოხილვას. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს ძირითადი ტენდენციები აგრეგირებულად ადგილობრივი ფინანსებისათვის, ასევე თითოეული თვითმმართველი ერთეულის დონეზე ძირითადი ფისკალური ინდიკატორების დინამიკა. მიმოხილვის პარლამენტისათვის წარდგენის ვადები განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური მიმოხილვის განხილვის ვადების გათვალისწინებით.

 

დეტალური ინფორმაციისათვის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშების გამოქვეყნების ვადების შესახებ იხ. ბიუჯეტის ანალიზის ანგარიშგების კალენდარი 2019 წლისათვის.