Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • გაიგე მეტი შენი ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
  • საკანონმდებლო ინიციატივების შემოწმება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
  • ანგარიშგების პოლიტიკა
  • ბიუჯეტის კალენდარი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
  • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
  • გაიგე მეტი შენი ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ

ანგარიშგების პოლიტიკა

  • დაბეჭდვა
  • ელ-ფოსტა

 

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების პოლიტიკა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზე ეყრდნობა მის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გათვალისწინებით) საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 136-138-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს საშუალოვადიანი პერიოდისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტისა და დასაგეგმი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიმოხილვას (I წარდგენა, გადამუშავებული ვარიანტი, საბოლოო ვარიანტი). მიმოხილვები მიზნად ისახავს წარმოადგინოს მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდისათვის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფისკალური ჩარჩოს ანალიზი და ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მაკრო-ფისკალური პროგნოზები.

მიმოხილვები მზადდება შემდეგ ვადებში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენისას(არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) - პარლამენტის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას(არაუგვიანეს 5 ნოემბრისა) - სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტების საბიუჯეტო ოფისისათვის გადაცემიდან 3 დღის ვადაში;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენისას(არაუგვიანეს 30 ნოემბრისა) - პარლამენტის მიერ განხილვის განრიგის გათვალისწინებით.

ამავდროულად, პარლამენტის რეგლამენტის 139-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიმოხილვას, მიმოხილვის პარლამენტისათვის წარდგენის ვადები განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის შესაბამისად.

  

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ეტაპზე

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის მოკლე ყოველთვიურ მიმოხილვას, სახელმწიფო ხაზინის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ყოველთვიური მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ. მიმოხილვის მომზადება ხდება შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან (თვის დასრულებიდან 20 დღის ვადა) საშუალოდ, ოთხ სამუშაო დღეში.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის შესრულების მიმოხილვას, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის (ნაზარდი ჯამით) გათვალისწინებით. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის შესრულების ანალიზი. მიმოხილვის მომზადება ხდება შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან (კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადა) საშუალოდ, რვა სამუშაო დღეში, თუმცა ვადები შესაძლებელია დაკორექტირდეს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის საკომიტეტო განხილვების განრიგის შესაბამისად
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 142-ე მუხლის შესაბამისად, ფისკალური გარემოს წლიურ მიმოხილვას. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს საანგარიშგებო პერიოდისათვის როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ძირითადი ტენდენციები, ასევე ფისკალური გარემოს მიმოხილვა საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული ინდიკატორებისა და საქართველოში არსებული ფისკალური წესების გათვალისწინებით. მიმოხილვის პარლამენტისათვის წარდგენა ხდება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიღებიდან 2 კვირის ვადაში.

ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა

ფისკალური გარემოს ანალიზისა და ფისკალური მდგრადობის კუთხით ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების წლიურ მიმოხილვას. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს ძირითადი ტენდენციები აგრეგირებულად ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებისათვის, ასევე თითოეული ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ერთეულის დონეზე ძირითადი ფისკალური ინდიკატორების დინამიკა.

 

დეტალური ინფორმაციისათვის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშების გამოქვეყნების ვადების შესახებ იხ. ბიუჯეტის ანალიზის ანგარიშგების კალენდარი 2021 წლისათვის.

 

                                                             

              

 

სიახლეები

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის…

30-09-2020

პარლამენტის მიერ კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების ფარგლებში, საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმის შემდგომი დახვეწისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის, კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივების 

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ფისკალური გარემოს შეფასებისა და მონიტორინგის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის…

30-09-2020

პარლამენტის მიერ საბიუჯეტო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისათვის ფისკალური გარემოს შეფასების ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით 

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის მაკროეკონომიკური გარემოს შეფასებისა და მონიტორინგის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის…

30-09-2020

პარლამენტის მიერ საბიუჯეტო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისათვის მაკროეკონომიკური ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე წლის

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

საქმიანობის ანგარიშები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 648.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact