2017 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების წლიური გეგმა განისაზღვრა 11,457 მლნ ლარის დონეზე, ხოლო გადასახდელების 11,415 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2017 წლის 1 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 7%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 25%-ით (158 მლნ ლარით) აღემატება, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 7%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 13%-ით (87 მლნ ლარით) აღემატება.
შემოსულობების კომპონენტების დონეზე, შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებელი ფინანსური აქტივების კლების და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისთვის ვლინდება (წლიური გეგმის 5% და 1%, შესაბამისად). გადასახდელების კომპონენტების დონეზე, შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებელი არაფინანსური აქტივების ზრდის და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის ვლინდება (წლიური გეგმის 2%).