Print this page

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის მიერ კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების ფარგლებში, საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმის შემდგომი დახვეწისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის, კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივების განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების ნაწილის შედგენის მიმართულებით პარლამენტის კომიტეტების აპარატების თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპები".

ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შორენა კახიძე.
ტრენინგის დროს განხილული იქნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი საკანონმდებლო პროცესში და მისი სამართლებრივი საფუძვლები, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების ნაწილის სტრუქტურა, საშუალოვადიან პერიოდში კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების ძირითადი პრინციპები, ასევე მიმოხილულ იქნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო ხასიათის მეთოდოლოგიის ძირითადი ასპექტები.

 

გალერეა