პარლამენტის მიერ საბიუჯეტო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისათვის მაკროეკონომიკური ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე წლის 22-23 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „მაკროეკონომიკური გარემოს შეფასება და მონიტორინგი“.
ტრენინგს უძღვებოდა საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი.
ტრენინგის დროს განხილული იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური ჩარჩო და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი, ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების პოლიტიკა და პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული საშუალოვადიანი პერიოდის მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზები, ალტერნატიული სცენარები, პერიოდული მაკროეკონომიკური პროგნოზები, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური მაკროეკონომიკური მიმოხილვების დოკუმენტები.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/634-2020-09-30-13-22-28#sigProGalleriaad30cab5cd